ახალი ამბები

თელავის მერია კონკურსანტებთან გასაუბრებას თებერვლის პირველ რიცხვებში გამართავს

არჩილ თხლაშიძეს თქმით, ტესტირებაზე 233 კონკურსანტი გამოცხადდა, დაწესებული მინიმალური ზღვარის გადალახვა კი 147-მა კონკურსანტმა მოახერხა:
,,კომისიის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2, 3, 5 და 7 თებერვალს ჩატარდება კონკურსის ბოლო ეტაპი. შემდეგ კი შეჯამებული შედეგები და შერჩეული კანდიდატები დასამტკიცებლად მერიასა და საკრებულოს წარედგინება”, – განუცხადა Knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.
თელავის მერიასა და საკრებულოს აპარატში კონკურსი 15 დეკემბერს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა, გარდა მერის, ვიცე მერის, მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების თანამდებობებისა. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.hr.gov.geერთდროულად ხუთ სასურველ პოზიციაზე, შეეძლოთ.