ახალი ამბები

ახმეტის რაიონული სამმართველო უკანონოდ მოჭრილი ხეების საქმეს განიხილავს

ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ორვილის ხეობაში, დაუდგენელი პირების მიერ უკანონოდ მოიჭრა ცაცხვის და მურყანის ჯიშის სამასალე მერქანი. აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლინდა. მათი განცხადებით, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 3000 ლარი შეადგინა. მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით საქმეზე რეაგირებას შსს ახმეტის რაიონულ სამმართველო მოახდენს. როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.