ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,თელავი ჩემი ქალაქია’’ ძალადობის საკითხებზე შეხვედრა გამართა

არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებლის, თამარ ლაზარიაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ბოლო თვეებში გახშირებული ძალადობის ფაქტებს შეეხო.
,,ვისაუბრეთ ყველა იმ პრობლემაზე და საკითხზე, რა იწვევს ძალადობას, რას ფიქრობს მოძალადე იმ დროს როცა ქალზე ძალადობს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩემი აზრით, ეს შეხვედრა ნაყოფიერი იყო, რადგან გავიგეთ სპეციალისტების მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი ორგანიზაცია ამ კუთხით შეხვედრებს კიდევ ჩაატარებს და გვინდა უფრო მეტი ადამიანი დაესწროს მას, რომ მოისმინოს სპეციალისტების აზრი და იცოდნენ როგორ მოიქცნენ ძალადობის ფაქტის გამოვლენის დროს”, -განუცხადა Knews.ge-ს თამარ ლაზარიაშვილმა.