ახალი ამბები

პანკისში “შარლი ებდოს” მიერ გამოქვეყნებული კარიკატურა გააპროტესტეს

აქციის მონაწილეები ჟურნალის მიერ მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურების გავრცელების შეწყვეტას ითხოვდნენ.

„ადამიანების ხოცვას ჩვენ არ ვემხრობით რა თქმა უნდა, ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ შეწყდეს ჩვენი მოციქულის შეურაცხყოფა, არ გვინდა, რომ დამცინავი კარიკატურები ქვეყნდებოდეს.“- აცხადებენ ადგილობრივები.

აქციის მონაწილეების თქმითვე, ფრანგული ჟურნალი სიტყვის თავისუფლებას არასწორად იყენებს და მის მიერ გავრცელებული მასალები რელიგიას შეურაცხყოფს.

პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრების თქმით, „შარლი ებდოს“ გამოცემის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გაავრცელებენ.