ახალი ამბები

პანკისის ხეობაში “Charlie Hebdo”- ს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება

ინფორმაციას სააგენტო ,,პირველი” ავრცელებს. მათივე განცხადებით, ისინი გმობენ ტერორიზმს და სიტყვის თავისუფლების მოტივით მორწმუნეების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. საპროტესტო აქციას ხეობის რამდენიმე სოფელი შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 7 იანვარს, პარიზში, სატირულ ჟურნალზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 მძიმედ დაშავდა. ჟურნალმა „ტვიტერზე“ ბოლოს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.