ახალი ამბები

ღვინის ეროვნული სააგენტოში ახალი ვენახების გაშენებასა და ჯიშთა განახლებაზე საუბრობენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს საქართველოში ყურძნის ხარისხის პრობლემა დგას. გიორგი სამანიშვილის განმარტებით, ვისაც ვენახები გამასივებული არ აქვს მაღალი ხარისხის ყურძენი ვერ მოჰყავს თუმცა სამანიშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით დარგი ვითარდება. 
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციითვე, საჭიროა ახალი ვენახების გაშენება, ჯიშების განახლება და ამისათვის გარკვეული ინვესტიციების ჩადება.  სამანიშვილი ამბობს, რომ ხარისხის გასაუმჯობესებლად კარგი იქნება ხანგრძლივი კონტრაქტების გაფორმება კომპანიასა და ფერმერებს შორის, რაც რთული პროცესია, რადგან ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზრები უკრაინა და რუსეთია, სადაც გარანტიების მიღება რთულია.