ახალი ამბები

დედოფლისწყროს ფერმაში 39 წლის მწყემსი გარდაცვლილი იპოვეს

დედოფლისწყროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში 39 წლის მწყემსი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც რადიო “ჰერეთს” აღნიშნულ ფერმაში მუმუშავე კიდევ ერთმა მწყემსმა განუცხადა, “ალვანელმა მამაკაცმა სიცოცხლე სანადირო თოფიდან გასროლით, თვითმკვლელობით დაასრულა”. ცხედარი სოფელ ალვანში გადაასვენეს. სხვა მწყემსები პოლიციამ უკვე დაკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლეობამდე მიყვანას გულისხმობს.