წნორში განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა
პოლიგონის ტერიტორიაზე, ყოველდღიურად 40 მ³ ნარჩენი შედის. კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში ობიექტზე მისასვლელი გარე და შიდა გზები მოეწყო, მოხდა ტერიტორიის შემოღობვა და ელექტროფიცირება. ნარჩენები საიზოლაციო ფენით გადაიფარა, ასევე დამონტაჟდა ნაგავსაყრელის მაჩვენებელი და ამკრძალავი ნიშნები. სამუშაოებზე 21 ადამიანი იყო დასაქმებული.
წნორის მუნიციპალური ნაგავსაყრელი შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წელს გადაეცა, რომელიც სტანდარტებთან შეუსაბამოდ ოპერირებდა, ნარჩენების შეტანა კი არაორგანიზებულად ხდებოდა. ამჟამად, მოხსნილია ანტისანიტარიის პრობლემაც. ნაგავსაყრელის კეთილმოწყობისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ადგილზე კეთილმოწყობის სამუშაოები პოლიგონის ოპერირებაში გადაცემისთანავე დაიწყო. პროექტის საერთო ღირებულებამ დაახლოებით 260.000 ლარი შეადგინა.