ახალი ამბები

ყვარელში სასკოლო თვითმმართველი ორგანოების პირველი კონფერენცია გაიმართა

მისი თქმით, სკოლების დეცენტრალიზაციისა და საჯარო სკოლებში თვითმმართველი ორგანოების გაძლიერება ზოგადი განათლების განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ლია გიგაურის განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიესალმება და მხარს უჭერს ამ მიმართულებით სკოლების მიერ განხორციელებულ ინიციატივებს.

ღონისძიებას ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეები და დირექტორები ესწრებოდნენ. 
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნა პედაგოგიური საბჭოების წარმატებული საქმიანობის მაგალითები, მიღწევები და წარმატებები.
შეხვედრის ბოლოს ლია გიგაურმა დამსწრე საზოგადოებას განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო და შეკითხვებს უპასუხა.