ევროკავშირთან ასოცირების შედეგად 5 დასახელების პროდუქტზე ექსპორტი გაიზარდა
ასოცირების ხელშეკრულების ძირითად და უმთავრეს ნაწილს, მისი ეკონომიკური მხარე განაპირობებს, სადაც მნიშვნელოვან კომპონენტს სწორედ სავაჭრო შეთანხმებები წარმოადგენს. სტრატეგია 2020-ის ერთ ერთ პრიორიტეტადაც სწორედ ვაჭრობის განვითარება და, განსაკუთრებით კი, ექსპოერტზე ორიენტირება წარმოადგენს.
ვაჭრობის მდგრადობის ზეგავლენის შეფასების Ecorys მიხედვით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებათა წარმართვის მხარდაჭერის მიზნით ევროკავშირს, საქართველოსა და მოლდოვას შორის DCFTA-ს ამოქმედების შედეგად გენერირებული ეკონომიკური სარგებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 6,5%-მდე გაზრდას გამოიწვევს. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა 13.5%-ით გაიზრდება. ყველაზე მაღალი – 55%-ით – ნავარაუდევია ტექსტილის წარმოების ზრდა, ხოლო ხილის, ბოსტნეულის, კვების პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოების ზრდა ნავარაუდევია 4%-ით.
ამავე დოკუმენტის მიხედვით საქართველო 2020 -ში ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი პოლიტიკის
მიმართულებებია: ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შემცირება, აგრარული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა, ექსპორტის განვითარების დამხმარე სისტემების შექმნა, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განვითარება/გაღრმავება და ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეწყობა.
ასოცირების ხელშეკრულებისა და საქართველოს ექსპორტის შესახებ ექსპერტის ქეთევან კრიალაშვილის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ღონისძიებების მთავარი შედეგი იქნება ექსპორტის როლის ზრდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, რაც გულისხმობს ექსპორტის ზრდას და საექსპორტო პროდუქტის დივერსიფიკაციას, კომპანიების ახალ ბაზარზე შეღწევის და დამკვიდრების ზრდას. ქართული ბიზნესის საერთაშორისო ბაზრების კონკურენტულ გარემოში ინტეგრაცია გააჩენს მწარმოებლურობის უფრო მეტად ზრდის სტიმულს და შესაბამისად, გამოიწვევს უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქტების ექსპორტზე გადასვლას.“