პარლამენტი საპენსიო რეფორმაზე მუშაობას იწყებს
ქუცნაშვილის თქმით, დღეს არსებული მოდელის მიხედვით ყველა მოქალაქეს, მიუხედავად სამუშაო გამოცდილებისა, ერთნაირი პენსია აქვს, რაც არასწორია.
დეპუტატის განცხადებითვე, პენსია მიბმული უნდა იყოს დაგროვებაზე და შრომაზე. ზაქარია ქუცნაშვილის მტკიცებით, მიმდინარე წელს პარლამენტის მუშაობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ საპენსიო სისტემის შექმნა იქნება.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა ორ სახელმძღვანელო პრინციპს ეფუძნება. ერთი-შრომის სტაჟი და მეორე შენატანის ოდენობა. შესაბამისად, შრომითი სტაჟის ხანგრძლივობა და სადაზღვევო საპენსიო სისტემაში შენატანის ოდენობა განაპირობებს ნებისმიერი მოქალაქის პენსიის რაოდენობას.