საქართველოში სარკინიგზო პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებაზე განათლების სამინისტროს, „საქართველოს რკინიგზის“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის თანახმად, საქართველოს რკინიგზა პროექტში ჩართული იქნება მთელი თავისი ინფრასტრუქტურითა და ლაბორატორიული ბაზით, სადაც სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გაივლიან. ხელშეკრულების მიხედვით, რკინიგზა ასევე წარმოდგენილი იქნება, როგორც კურსდამთავრებულთა დამსაქმებელი. ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესიულ სასწავლებელში თავისი კადრებით სასწავლო პროცესს განახორციელებს, ხოლო განათლების სამინისტრო პროფესიულ სასწავლებელს პროგრამებით უზრუნველყოფს.
რკინიგზის ცნობით, სასწავლებელში ე. წ. დუალური განათლების პროგრამები ამოქმედდება, რომელიც წარმატებით მუშაობს გერმანიაში და ითვალისწინებს როგორც სახელმწიფოს ისე, დამსაქმებლის ჩართულობას პროცესში სტუდენტების საწარმოო პრაქტიკით უზრუნველყოფას და სხვა.