პოლიეთილენის პარკების მწარმოებლები ბიო დანამატის შემოტანას გეგმავენ
კომპანია „აა პლასტის” წარმომადგენელი, რომელიც შიდა ბაზარზე პოლიეთილენის სფეროში ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და პროდუქციას „გუდვილს”, „სმარტს”, „ალტას”, „მეგატექნიკას” და სხვა მსხვილ კომპანიებს აწვდის, აცხადებს, რომ ჯერჯერობით საკითხთან დაკავშირებით ყველა დეტალი მათთვის ცნობილი არ არის, თუმცა კომპანია გეგმავს ბიო დანამატი შემოიტანოს პროდუქციისთვის დამატების მიზნით.
კომპანიის წარმომადგენელის, შოთა ჩოჩელის თქმით, ჯერჯერობით უცნობია რა ღირებულებისაა ან საიდან შემოიტანენ დანამატებს, ამიტომ რა გავლენა ექნება ამ სიახლეს პროდუქტის ფასზე, რთული სათქმელია.
„ნარჩენების მართვის კოდექსის” მიხედვით, რომელიც იანვრიდან შევიდა ძალაში, მიმდინარე წლიდან პოლიეთილენის პარკები ბიოდეგრადირებადი პარკებით უნდა შეიცვალოს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩანაცვლება მიმდინარე წლიდან ეტაპობრივად მოხდება.