ახალი ამბები

თელავში ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მკითხველთა რაოდენობამ მოიმატა

,,განსაკუთრებით მოიმატა უფროსკლასელების რიცხვმა, ისინი არა მარტო სასკოლო ლიტერატურით, არამედ ახლადშემოსული წიგნებითაც ინტერესდებიან. ხშირად გვსტუმრობენ სტუდენტებიც.
თამარ წიკლაურისვე თქმით, თელავის ბიბლიოთეკის ქართულენოვან სექციაში 36 000 ქართულენოვანი წიგნი აქვს.
რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათთან დასმულმა კითხვამ საჯარო ბიბლიოთეკი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. რესპოდენტებმა აღნიშნეს, რომ მათი დაინტერესება საჯარო ბიბლიოთეკის მიმართ დიდია, თუმცა მათ არ აქვთ საკმარისი დრო, რომ მხატვრული ლიტერატურა იკითხონ. 
სკოლის მოსწავლე ნინო ხვედაგურიძე ერთ–ერთი მათგანია, ვინც ბიბლიოთეკას საჭიროების შემთხვევაში მიმართავს და უმეტესად სამკითხველო დარბაზს იყენებს.