ლაგოდეხში სახანძროს სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაუშვეს
როგორც რადიო “ჰერეთს” შათირიშვილმა განუცხადა, გათავისუფლების ბრძანება პირადად მას ჯერ არ ჩაბარებია, შესაბამისად ზუსტად არ იცის რა მიზეზით გაათავისუფლეს. სახანძრო სამსახურის ყოფილი უფროსი პირად საუბრებში ამბობს, რომ მან რამდენიმე თვის წინ კუთვნილი შვებულება მოითხოვა, თუმცა გამგებელმა მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა. უფრო მეტიც, შათირიშვილის თქმით, მას შვებულებაში იმ შემთხვევაში გაუშვებდნენ, თუ შვებულებიდან სამსახურში აღარ დაბრუნდებოდა და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებას თავადვე დაწერდა.
მერაბ შათირიშვილის გათავისფლებაზე კომენტარი გააკეთა ლაგოდეხის გამგებელმა. კახა ჯამბურიას თქმით, “მერაბ შათირიშვილს თანამშრობლებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და მათ სამუშაო პირობებს ვერ უქმნიდა”.
გამგებელი ამბობს, რომ შათირიშვილის ადგილზე ახალი კადრი, დავით ხაჩიძე უკვე დანიშნეს.
სახანძრო სამსახურის ყოფილი უფროსი კი ირწმუნება, რომ გათავისუფლების მიზეზები მოგონილია და ის საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში შეეცდება. მერაბ შათირიშვილი სახანძრო სამსახურს ბოლო 15 წელია ხელმძღვანელობს.