ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტები განისაზღვრა

გამგეობაში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში არჩეული სტრატეგიის შესაბამისად პრიორიტეტულ საკითხებზე მიმართულმა სახსრების ზრდამ შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის.
გამგეობაში იმასაც განმარტავენ, რომ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული საკითხების განხორციელებით, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ -ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კულტურის დასვენებისა და სპორტის სფეროების განვითარება.
,,2015 – 2018 წლებში მუნიციპალიტეტის სტრატეგია მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური 
პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას. თელავის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია: თავდაცვა და უსაფრთხოება; ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; განათლება; კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა”,- აცხადებენ გამგეობაში.