„ოფთალმიჯი“ გურჯაანში საქველმოქმედო აქციებს აგრძელებს
ჯავრიშვილის თვალის კლინიკის ოფთალმოლოგები 16 ოქტომბერს გურჯაანში, სოფელ გურჯაანში, მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს გაუწევენ. „ოფთალმიჯის“ ექიმები, 17 ოქტომბერს, სოფელ ჭანდარის ამბულატორიაშიც მიიღებენ პაციენტებს. აღნიშნული აქციის ფარგლებში ჯავრიშვილის კლინიკის ექიმები გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს ეწვევიან.