ახალი ამბები

მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში ვარდისუბანში შეხვედრა გაიმართა

მსოფლიო ბანკი და მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ ვარდისუბნის მიმდებარედ, შუამთისკენ მიმავალი გზის მახლობლად 1. 600 ათასი ლარის ღირებულების პროექტის განხორციელებას იწყებენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელ, მგფ-ის (მუნიციპალური განვითარების ფონდი) წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ვარდისუბნის მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნული პროექტის შესახებ ისაუბრა. 
გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში სოფელ ვარდისუბნის მიმდებარე ტერიტორია, რომელზეც ამჟამად ჯანმრთელობისთვის საშიში აზბესტშემცველი სამშენებლო ნარჩენებია, დასუფთავდება.

მისივე თქმით, ასევე მდინარე მაწანწარაზე ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყობა ასევე ჰიდროტექნიკური ნაგებობები და გაბიონები.

,,ტერიტორიის სრული გასუფთავების და მოშანდაკების შემდეგ მოხდება დაახლოებით 3 ჰექტარი ფართობის ბიოლოგიური რეკულტივაცია (ბალახოვანი საფარის მოწყობა და მცენარეების დარგვა).
მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტი უახლოეს დღეებში დაიწყება და ის დაახლოებით 1 წელიწადში დასრულდება,”– განაცხადა შათირიშვილმა.