თელავში მობილურობის ცენტრი გაიხსნა
პროექტი ითვალისწინებს საქართველოში ახლადდაბრუნებული მიგრანტების მხარდაჭერას, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას.
პროექტის მიზანია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების გრძელვადიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფა.
ილიანა დერილოვა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი:
,,მოხარულები ვართ, რომ გავხსენით თელავის მობილურობის ცენტრი, რომელიც მიგრაციის საერთაშორის ორგანიზაციას ეკუთვნის.
პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან. პროექტს აქვს ორი მიმართულება – ინდივიდუალური სარეინტეგრაციო დახმარება და საინფორმაციო მომსახურება”.