ახალი ამბები

ქართველი სპეციალისტები სოფლის მეურნეობაში კვალიფიკაციას აშშ-ში აიმაღლებენ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალისტები გადამზადდებიან მცენარეთა დაცვის, ეპიდემიოლოგიის, რისკის შეფასების კუთხით და ვეტერინარული ლაბორატორიების განვითარების მიმართულებით.

თეორიულ სწავლებასთან ერთად, ქართველ სპეციალისტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ და პრაქტიკული სამუშაოები შეასრულონ ამერიკის წამყვან ლაბორატორიებში, რაც მათი პროფესიული დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მაღალკვალიფიციური კადრები საქართველოში ლაბორატორიების გაძლიერება-განვითარება უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს.