ახალი ამბები

სირიაში 18 წლის პანკისელი ბესო კუშტანაშვილი დაიღუპა

ოჯახის ახლობლების თქმით, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კუშტანაშვილი სირიაში იმყოფებოდა. მათივე თქმით, ახალგაზრდა სოფელ ომალოში ბოლოს რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა, შემდეგ კი თურქეთში წავიდა, სადაც ერთ-ერთ საწარმოში მუშაობდა. 
ახლობლებისთვის კუშტანაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. ისინი ცხედრის ომალოში გადმოსვენებას ითხოვენ.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად დაახლოებით 50–მდე ახალგაზრდაა წასული, მათ შორის 16–18 წლის ბავშვებიც. 
ბესო კუშტანაშვილი სირიაში პანკისელ მებრძოლებს შორის უკვე მეექვსე დაღუპულია.