ქართველი მწარმოებლებისთვის ევროკავშირში ვაჭრობის საბაჟო გადასახი გაუქმდა
იმისთვის, რომ პროდუქცია საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდეს, მას წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი – EUR.1 უნდა ჰქონდეს. იმ ქართველი მეწარმეებისთვის, რომელთაც ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი ნაწარმის შეტანა საბაჟო გადასახადის გარეშე სურთ, EUR.1 -ის აღება უფასოა.
EUR.1-ის წარდგენის შემთხვევაში პროდუქტი საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდება და ბაზარზე მისი თვითღირებულებაც იკლებს.
თელაველ ექსპორტიორებს EUR.1 -ის აღება შეუძლიათ საქართველოს შემოსავლების სამსახურის შემდეგ სერვის ცენტრში: ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. №41