საფერავზე საშუალო ფასი წელს 70 თეთრით გაზრდილია
ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მისშტაბით 80,201 ტონა ყურძენი ჩაბარდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 115,271,799 ლარი შეადგინა. მათ შორის, ყვარელში – 34,793,656 ლარის ღირებულების, 21388 ტონა ყურძენი იქნა მიღებული; გურჯაანში – 31,125,983 ლარის 20451 ტონა; თელავში – 24,730,393 ლარის 18444 ტონა; სიღნაღში – 9,267,956 ლარის 7777 ტონა; ლაგოდეხში – 5,344,123 ლარის 5011 ტონა; ახმეტაში – 4,091,404 ლარის 2947 ტონა; საგარეჯოში – 3,151,537 ლარის 2022 ტონა; დედოფლისწყაროში – 2,809,226 ლარის 2207 ტონა.
აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, მიმდინარე წელს ზოგადად ყურძენზე საშუალო ფასი – 1.44 ლარს შეადგენს. რქაწითელის საშუალო ფასი 1.02 ლარი; საფერავის – 2 ლარი; კახური მწვანის ფასი – 1.2 ლარი; ხოლო სხვა დანარჩენი ყურძნის ფასი კი 0.8 ლარი გამოვიდა.