ახალი ამბები

კახეთში ღვინის ტური გაიმართა

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, კახეთში ჩინეთიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული ღვინის მაგისტრები და მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ღვინის მწარმოებელი კომპანიები – „ტყუპების საღვინე სახლი“ , „შუხმან ვაინს ჯორჯია“ და ადგილზე გაცნობოდნენ ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს, დაეგემოვნებინათ ქართული, როგორც ტრადიციული, ისე ევროპული წესით დაყენებული ღვინოები.