საწარმოებიდან ჭაჭის გატანა აიკრძალება
მისივე თქმით, წელს რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი, რაც მოთხოვნას გაზრდის თეთრ ყურძენზე და დაწურვის შემდეგ დარჩენილ ნედლეულზე.
,,საწარმოებიდან მიღებული მასა, ანუ ჭაჭა, მრავალი წლის განმავლობაში ღვინის ფალსიფიკაციის წყარო იყო, ეს ღვინო კი ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდა. საწარმოდან ჭაჭის გატანა ფაქტობრივად იკრძალება. ამაზე გარკვეული სანქციებია დაწესებული და მონიტორინგის ჯგუფი აკონტროლებს. ამავე დროს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა დააანონსა კამპანია, რომელიც დაიწყება რესტორნებში ღვინის ხარისხის კონტროლის მიზნით და სურსათის ეროვნული სააგენტო შეამოწმებს ღვინის ხარისხს ყველა რესტორანში, სადაც ღვინის რეალიზება ხდება. ამ მიდგომით, ფალსიფიცირეული ღვინის ბაზრიდან ამოღება მოხდება და რამდენიმე წელში მნიშვნელოვნად გაიზრდება მოთხოვნას თეთრ ყურძენზე,’’- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.