ახალი ამბები

პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში კიდევ 4 ახალი საწარმო აშენდება

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დამტკიცებული პროექტების ფარგლებში საქართველოში სამკერვალო საწარმო, მაღალტექნოლოგიური მეორადი საავტომობილო ზეთის გადამამუშავებელი საწარმო, სამშენებლო მასალათა წარმოების საწარმო და ცხოველური და ფრინველური საკვების მწარმოებელი საწარმო აშენდება.

“ჯამში, ოთხივე საწარმოს შექმნაში დაგეგმილია დაახლოებით 4 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადება. ოთხივე მათგანი ერთად 100-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, აღნიშნული საწარმოები მცირე და საშუალო ზომის საწარმოები იქნება.