ახმეტაში მდინარე ილტოს ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
ახმეტაში, სოფელ შახვეტილაში მდინარე ილტოს ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და „გაეროს განვითარების პროგრამის“ (GEF/UNDP) ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.
როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, დაგეგმილია 540 მ3 გაბიონის მოწყობა, რომლის სიგრძეც 120 მეტრია. მათივე თქმით, გაბიონი ადგილობრივი რიყის ქვით შენდება.