ყვარელში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა
ყვარელში, სასულიერო გიმნაზიის ბაზაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია “ACTS GEORGIA” -ს დაფინანსებით და კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის უშუალო მხარდაჭერით და ხელშეწყობით, დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის საზაფხულო ფსიქო-რეაბილიტაციის ერთკვირიანი გამაჯანსაღებელი ბანაკი გაიხსნა, სადაც სხვადასვა სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, მოზარდებს საშუალება ექნებათ დაისვენონ და ამავე დროს ისწავლონ, როგორ იცხოვრონ დიაბეტთან ერთად სრულფასოვნად.
არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოში უკვე ოცი წელია საქმიანობს და დღეს, ყვარელში, ბანაკის გახსნას მის ამერიკელ დამფუძნებლებთან და კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი ილია მზექალაშვილი ესწრებოდნენ.