თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელად 30 დეპუტატიდან 24 ხმით ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელი ზურაბ ლილუაშვილი აირჩიეს.
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ კი ნანა ხვისტანი დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნერივი რესურსების კომისიის თავმჯდომარედ ნუგზარ ცაძიკიძე იქნა არჩეული.
რაც შეეხება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას, მისი ხელმძღვანელი ვასილ არაბული გახდა, ხოლო სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე კი გიგა მამუკელაშვილი გახდა.