თელავის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 2 აგვისტოს გაიმართება
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება 2 აგვისტოს, 10:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა მცირე დარბაზში.
შეგახსნებეთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრმა, ალექსანდრე შათირიშვილმა გაიმარჯვა. ქალაქ თელავის საკრებულოში 15, ხოლო თემში 32 წევრია.
knews.ge ცოტა ხანში სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგს შემოგთავაზებთ.