ახალი ამბები

ლაგოდეხში არეშფერონის რწმუნებულის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

არეშფერონისა და ბოლქვის მოსახლეობა გამგეობასთან დილიდან სოფლის რწმუნებულის ბესიკ თაბუნიძის მხარდასაჭერად შეიკრიბა. ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მოსახლეობა რწმუნებულის შეცვლას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მოქმედი რწმუნებული, რომელსაც უფლებამოსილება აქვს შეჩერებული, კარგად იცნობს თითოეული მოსახლის პრობლემას და მისი სხვა კადრით ჩანაცვლება არ უნდა მოხდეს.

აქციაზე 100-მდე ადამიანი იმყოფება. ისინი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელთან კახა ჯამბურიასთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამგეობაში შეჭრით იმუქრებიან.