ახალი ამბები

პრემიერმა შვიდი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 7 მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის , ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის მინისტრებს შეეხოთ.
“მე მსურს გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა. პირველ რიგში გამოვყოფდი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას. სულ ახლახანს ჩატარდა ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. პირველად საქართველოს ისტორიაში გავმართეთ ძალიან დემოკრატიულად მეორე ტურის არჩევნები და ეს ტესტიც წარმატებით ჩავაბარეთ. კიდევ ერთხელ მოხდა დადასტურება, რომ კოალიცია “ქართულ ოცნებას” აქვს საქართველოს მოსახლეობის სრული ნდობა. ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება მთელს საქართველოში. ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავამართლოთ ეს უდიდესი ნდობა და იმისათვის, რომ შევასრულოთ ყველა დანაპირები და დასახული ამოცანები, ამას სჭირდება გაორმაგებული ენერგია. ამიტომ მიმაჩნია, რომ სხვა რეჟიმში უნდა გადავიდეთ. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მთავრობის შემადგენლობაში შევიტანო ცვლილებები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ამა თუ იმ სამინისტროს შეიძლება ჰქონოდა ხარვეზები, თუმცა მთავარია მათი დროული გამოვლენა და დროული ცვლილება. 
ამასთან, პრემიერის თქმით, საჭირო იყო განახლება და შეიძლება ეს მომავალშიც მოხდეს.