ახალი ამბები

ქართული ოცნების თელავის მერობის კანდიდატი ჭადრაკის სკოლის პედაგოგებს შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ თელავის მერის კანდიდატმა, პლატონ კალმახელიძემ, ჭადრაკის სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. პედაგოგებმა მერობის კანდიდატს ესაუბრეს იმ პრობლემების შესახებ რაც ჭადრაკის სკოლაში არსებობს, მათ შორის სკოლის რეაბილიტაციის საკითხზე.
პლატონ კალმახელიძე, ,,ქართული ოცნების” თელავის მერის კანდიდატი:
,,ჩვენ ამ ადამიანებისგან მოვისმინეთ ის ძირითადი პრობლემები, რაც აწუხებთ. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მათ დავეხმარები პრობლემების მოგვარებაში”.
ვრცლად ჩვენს ვიდეო–რეპორტაჟში