ბლოგები

სტუდენტური ინიციატივა თელავის პრობლემების შესახებ

როცა საუბარია რეგიონებში არსებულ პრობლემებზე, არაერთი საკითხის განხილვაა შესაძლებელი, მაგრამ ვითვალისწინებთ რა მთელ ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონს, თელავისთვის ნომერ პირველ პრობლემად უმუშევრობა უნდა დავასახელოთ.

პირველი ინიციატივა: საქართველო ცდილობს დაემსგავსოს ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყანას,   ამიტომაც იცვლება დასაქმების მსურველთა შერჩევის სისტემაც, მოთხოვნად იქცა ვაკანტურ თანამდებობაზე რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის და CV-ის წარმოდგენა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, თელავის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილმა თუ იცის რისთვისაა საჭირო ეფექტური სამოტივაციო წერილი და CV, ამ ცირე ნაწილიდანაც მხოლოდ ზოგერთს შეუძლია შეადგინოს ეს საქმიანი ქაღალდები. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყოს საჯარო ტრენინგ-კურსების ჩატარება, რომელსაც დაესწრებოდნენ სამუშაოს მაძიებლები და შეისწავლიდნენ საქმიანი ქაღალდების, კერძოდ, რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის და CV-ის წერის ტექნიკას. დარწმუნებული ვარ, ეს ცოდნა და პრაქტიკული უნარები დაეხმარებოდა ჩვენს თანამოქალაქეებს კარიერულ წინსვლაში.

მეორე ინიციატივა:  

თელავს არერთი პრობლემა აწუხებს. ბოლო დროს ქალაქში იმატა ავტომანქანების რაოდენობამ, მოძრაობის დამარეგულირებელი შუქნიშნები კი არ გვაქვს. საჭიროდ მიმაჩნია ადგილობრივმა თითმმართველობამ იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე, დამონტაჟდეს შუქნიშნები და მათი ეფექტურად მუაობის შემთხვევაში თავიდან ავიცილებთ ასე გახშირებულ ავტო-საგზაო შემთხვევებს.

ნათია ბოტკოველი, 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეორე კურსი

(ვიდეო მომზადებულია პროექტის “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი)