ბლოგები

საზოგადოებრივი ორგანიზაციები კარდიახის ხევის დასაცავად ერთიანდებიან

ნოემბრის ბოლოსთვის საზოგადებრივი ორგანიზაციები „საქართველოს გარემოს დამცველი“, სათემო კავშირი „ნუკრიანი“ და „სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiative” თბილისისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის 4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ნაგავსაყრელად ქცეულ კარდიახის ხევს დაასუფთავებენ.

ნუკრიანის ადგილობრივმა მოსახლეობამ www.chemisofeli.ge –ზე გამოგზავნა კარდიახის ხევის პრობლემასთან დაკავშირებული შეტყობინება, სადაც მათ განმარტეს: – კარდიახის ხევი 6 ბუნებრივი წყაროს სათავეა, რომლითაც ქალაქი სიღნაღიც მარაგდება. აღნიშნული ხეობა ამჟამად დიდ ნაგავსაყრელადაა ქცეული(წყარო: http://chemisofeli.ge/ge/current-problems/villages-list/anaga?product=14).

მას შემდეგ, რაც აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სათემო კავშირმა „ნუკრიანმა“ ინფორმაცია მიაწოდა ვახტანგ ოქოროპირიძეს, „საქართველოს გარემოს დამცველი“-ს ეკოლოგიის ეროვნულ მრჩეველს პასუხად მივიღეთ შეთავაზება: „დავგეგმოთ ერთობლივი დასუფთავების აქცია. მე თბილისიდან წამოვიყვან 35 ბავშვს. ხელთათმანებს, ნაგვის პარკებს და სხვა ინვენტარს მე შევისყიდი და წამოვიღებ.“

ჩვენის მხრივ, „სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiative“ და სათემო კავშირი „ნუკრიანი“ მოვახდენთ ადგილობრივი სკოლის მოსწავლეების მობილიზებას და შესაბამისი ინფორმაციით/მატერიალებით აღჭურვას იმისთვის, რომ კარდიახის ხევი შესაძლებლობების ფარგლებში გაიწმინდოს ნაგვისგან. გარდა ამისა, ჩვენ შევთავაზებთ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას აღნიშნულ დასუფთავების აქციაში თანამონაწილეობას.

ამასთან, ვახტან ოქროპირიძემ გამოთქვა ინიციატივა: „გაზაფხულისათვის მე შევისყიდი მწვანე ნარგავებს მეურნეობაში ან სატყეო სააგენტოსაგან წამოვიღებ და კარდიახის ხევში ნარგავების დარგვის აქცია მოვაწყოთ“.