„თავისუფლების მოედანი” დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდამჭერ მსვლელობას თელავში შეუერთდა
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, „თავისუფლების მოედნის” წევრებმა თელავში
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების სიმბოლო, წითელი ბუშტები დაარიგეს.
ნადიკვარის პარკთან გაიმართა სოლიდარობის მსვლელობა, რომლის მიზანი საზოგადოების ინფორმირება იყო.
თელაველების გამოხმაურება ადასტურებს, რომ ქალაქში თანადგომის კულტურა ძლიერია,
მოქალაქეებმა სპონტანურად გამოთქვეს შემოწირულობის სურვილი და მათ შესაბამისი საბანკო
ანგარიშებზე ინფორმაციაც გაუზიარეს.
„დაგვინახეს თუ არა, მაშინვე შემოწირულობებით გამოეშურნენ ძვირფასი თელაველები. რა თქმა
უნდა, შესაბამისი ანგარიშები მივეცით. დღევანდელი დღე აქ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშთა
მხარდასაჭერი მსვლელობით აღვნიშნეთ ქალაქში და მინდა დაგარწმუნოთ, „ოცნების” უგულო
პარტიას ასეთ გულისხმიერ და მზრუნველ ხალხში მომავალი არ აქვს. ყოველი დღე გამარჯვებასთან
გვაახლოებს.” — განაცხადა ლევან ცუცქირიძემ, „თავისუფლების მოედნის” თავმჯდომარემ

