რუსეთმა სომხეთიდან ხილის შეტანა აკრძალა
რუსეთის „როსსელხოზნადზორი“ (ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის რუსეთის ფედერალური სამსახური) 2026 წლის 30 მაისიდან აკრძალავს სომხეთიდან რუსეთში ახალი პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანე ბოსტნეულისა და მარწყვის იმპორტს.
ამის შესახებ დღეს რუსეთის საჯარო უწყებამ განაცხდა.
სააგენტოს განცხადებაში წერია, რომ მიწოდებაზე „დროებითი შეზღუდვები“ დაწესდება, „სანამ არ შემუშავდება შესაბამისი ალგორითმი საიმპორტო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
„გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სომხური ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტების რუსეთში მიწოდებისას დარღვევების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით და ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, – ნათქვამია „როსსელხოზნადზორის“ განცხადებაში. განცხადების თანახმად, 2026 წლის 21 მაისიდან 27 მაისამდე უწყებამ ჩაატარა სომხური საწარმოების შემოწმება, „რომლის დროსაც გამოვლინდა არაერთი დარღვევა“.
ცოტა ხნით ადრე როსსელხოზნადზორმა“ აკრძალა ყვავილების იმპორტი სომხეთიდან რუსეთში.
შეგახსენებთ, რომ იგივე ქმედებები განახორციელა რუსეთმა საქართველოში არაერთგზის. საკმარისია გავიხსენოთ ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ემბარგო.

