თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თელავშიც აღინიშნება.
თელავში ღონისძიებები 12.00 საათიდან, ერეკლე მეორეს მოედანზე დაიწყო და დღის ბოლომდე გასტანს.
დაგეგმილია მეწარმეთა გამოფენა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, წარმოდგენილი იქნება 3D მაკეტი მოძრავი ელემენტებით, რომელიც აჩვენებს, რა გზას გადის ელექტროენერგია მომხმარებლამდე.
თელავში 26 მაისის ღონისძიება საღამოს, გალა-კონცერტით დასრულდება, სადაც მონაწილეობას ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლები მიიღებენ.
დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიებები საქართველოს დედაქალაქში მიმდინარეობს. საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მოქალაქეებს მიმართეს.
დღესვე იგეგმება ოპოზიცური ალიანსის შეკრება საქართველოს დედაქალაქში, სადაც წარმომადგენლები კახეთიდანაც მიემართებიან.

