ახალი ამბები

დღეიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, ჩხირების, თეფშების და სხვა ნივთების რეალიზაცია აიკრძალა

კობახიძის გადაწყვეტილებით, დღეიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერებისა და მათი თავსახურების, ჭიქებისა და თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა.

ცნობილია, რომ 2026 წლის 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აეკრძალებათ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებში სასმელების მიწოდება. ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება, იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება. დადგენილებით განსაზღვრულია გამონაკლისებიც.

აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე, მათ შორის არაალკოჰოლურ და ალკოჰოლურ სასმელებზე. გამონაკლისი შეეხება ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებისთვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებას.