გურჯაანის მუნიციპალიტეტში ელემენტის გადაყლაპვის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინში, ელემენტის გადაყლაპვის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მცირეწლოვანმა გოგონამ ელემენტი სათამაშოს გამოაძრო და გადაყლაპა.
ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართა, ბავშვი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

