ახალი ამბები

რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 315 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.37%-ით ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 86.48 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 2.35%-ით დაკლებული ფასია.

რაც შეეხება საქართველოს,1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 462 ლარის ფარგლებში მერყეობს, 750-სინჯიანი – 347 ლარის, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 270 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ.

რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.52 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 6.81 ლარად არის შესაძლებელი.