პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა ერთ წელში 56.5%-ით გაიზარდა
პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა წლიურად 56.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2025 წლისთვის ქვეყანაში 191 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფიქსირდება, 2024 წლისთვის კი მათი რიცხვი 122 იყო.
ამასთან, 2025 წელს 191 პროფესიული სასწავლებლიდან 140 საჯარო, ხოლო 51 კერძო იყო.

