ახალი ამბები

რამდენი სამშენებლო ნებართვა გაიცა კახეთში 2025 წელს

საქართველოში 2025 წელს 11 578 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 4.2%-ით ნაკლებია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.

ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, გაცემულია 11.397 მლნ მ² ფართობის მშენებლობის ნებართვა, რაც წლიურ ჭრილში 5.3%-იან კლებას აჩვენებს.

საქსტატის თანახმად, გაცემული ნებართვების ძირითადი ნაწილი – 46.2% თბილისზე მოდის.

უფრო კონკრეტულად, 2025 წელს მშენებლობაზე გაცემული ნებართვების განაწილება საქართველოს რეგიონების მიხედვით, ასე გამოიყურება:

თბილისი – 46.2% (5 345 ობიექტი, 6.423 მლნ მ²);
ქვემო ქართლი – 10.1% (1 167 ობიექტი, 1.074 მლნ მ²);
კახეთი – 9.8% (1 133 ობიექტი, 300 ათასი მ²);
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 6.9% (800 ობიექტი, 1.920 მლნ მ²);
მცხეთა-მთიანეთი – 6.2% (720 ობიექტი, 208 ათასი მ²);
იმერეთი – 5.6% (654 ობიექტი, 707 ათასი მ²);
შიდა ქართლი – 4.8% (561 ობიექტი, 234,7 ათასი მ²);
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.7% (547 ობიექტი, 183.6 ათასი მ²);
სამცხე-ჯავახეთი – 3.8% (444 ობიექტი, 243.9 ათასი მ²);
გურია – 1.3% (150 ობიექტი, 92.6 ათასი მ²);
რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი – 0.5% (57 ობიექტი, 9.7 ათასი მ²).