ვერცხის გაძვირების მიზეზი მარცვლეულზე ფასების ზრდაა – მეფრინველეობის ასოციაცია
როგორც მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზურა უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, მწარმოებლებმა ერთ ცალ კვერცხს ფასი 2-3 თეთრით მოუმატეს. მისივე თქმით, პროდუქტის გაძვირების მიზეზი მარცვლეულზე ფასების ზრდაა.
„დაახლოებით ოქტომბრში დაიწყო იმაზე საუბარი, რომ კვერცხის გაძვირება მოსალოდნელი იყო ახალი წლიდან. ვგეგმავდით, პროდუქტის იანვრის მეორე ნახევრიდან გაძვირებას. თუმცა, რამდენიმე ათეული კვერცხის მწარმოებელი ფაბრიკაა ქვეყანაში და ყველას ერთნაირი რესურსები არ აქვს. აქედან გამომდინარე, ზოგმა სადღაც 5-6 რიცხვში მოუმატა ფასს, ზოგმა 10 იანვარს. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ნაწილმა უფრო ადრე გააძვირა, ნაწილმა შედარებით გვიან. თუმცა, ფაქტია, რომ გაძვირდა. 2-3 თეთრით ფაქტობრივად, ყველა ფაბრიკამ მოუმატა ფასი. ძირითადად, მარცვლეულის ფასებიდან გამომდინარე მოხდა ეს. დინამიკას რომ შეხედოთ, 2024 წელს 20-25%-ით უფრო იაფი იყო მარცვლეული, ვიდრე 2025 წელს. მარცვლეულს კი 65-70% უკავია კვერცხის თვითღირებულებაში.
ამ ეტაპზე ფასის კიდევ მომატება მოსალოდნელი არ არის. თუმცა, ორ ფაქტორზე ვართ დამოკიდებული. ერთია, რომ ლარის კურსი ძალიან არ უნდა გაიქცეს. მცირე ცვალებადობა უკვე ჩადებულია ფასნამატში. ამასთანავე, მარცვალი კატასტოფულად არ უნდა გაძვირდეს. პირობითად, დღეს თუ ღირს 80 თეთრი, ხვალ ლარს არ უნდა გადასცდეს. თუ ასე შენარჩუნდა, მთელი წლის განმავლობაში იქნება ეს ფასი, რაც ახლაა“, – განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

