თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია
თელავში, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება მეორე დღეა შეზღუდულია.
თელავის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვა უამინდობისა და გზებზე თოვლის გამო დაწესდა.
ავტობუსების მოძრაობა გზებზე შეზღუდვების მოხსნისთანავე აღდგება.

