19 იანვარი: როგორი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 იანვარს საქართველოში ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მომქმედი ცივი ჰაერის მასებით.
საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. მაღალ მთაში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

