ახალი ამბები

უამინდობამ კახეთში პრობლემები შექმნა

უამინდობამ კახეთში პრობლემები შექმნა.

ინტენსიური თოვისა და ყინულის გამო ვაზიანი- გომბორი- თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.

ამ მიმართულებით გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით.

ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობის დაწყება ვერ შეძლო.

შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, ამ დროისთვის გზებზე იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება.