ახალი ამბები

შემწეობის მიმღებთა რიცხვი გაიზარდა

2025 წლის დეკემბერში ქვეყანაში საარსებო შემწეობა 708 017 პირმა მიიღო.

რეკორდულ ნიშნულს აღწევს იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთვისაც თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სოციალური შემწეობაა.

“ბაზარში რომ შეხვიდე, მინიმუმ 60-70 ლარი უნდა გქონდეს, ყოველდღე, გადათვალეთ 30 -ჯერ რამდენი გამოდის, ვის აქვს ამდენი შემოსავალი,”- ამბობენ მოქალაქეები.