12 დეკემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 დეკემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით.
საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში თოვლჭყაპი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.
თელავი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +9°.

