დღეს, თელავში, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
7 დეკემბერს, საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, თელავში, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის ქუჩის კუთხიდან საქართველოს ფოსტის შენობამდე (ერეკლე II- ის გამზირი #12).
შეზღუდვა იმოქმედებს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე.

